"დოლფინ სოფტვეა" წარმოგიდგენთ საკრედიტო პორტფელის და საოპერაციოს დღის აღრიცხვის პროგრამის სისტემას LoanKeeper, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის საკრედიტო ორგანიზაციებისათვის - მიკროსაფინანსო ინსტიტუტების, ბანკების, ლომბარდებისა და საკრედიტო კავშირებისათვის.

"დოლფინ სოფტვეა" საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზრის უპირობო ლიდერია უკვე 10 წელზე მეტია. დღეისათვის იგი ინსტალირებულია 26 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 150-ზე მეტ ფილიალში. ყოველდღიურად მისი გამოყენებით პროგრამის ათასობით მომხმარებელი ემსახურება 200,000-ზე მეტ კლიენტსა და მსესხებელს.

ამ საიტზე თქვენ შეძლებთ იპოვოთ პასუხი კითხვაზე - რითი გამოვირჩევით ჩვენ კონკურენტებისაგან და რატომ უნდა აირჩიოთ LoanKeeper.

სრულყოფილი ფუნქციონალი
სისტემა აღჭურვილია თანამედროვე საკრედიტო ინსტიტუტისათვის საჭირო აბსოლუტურად ყველა ფუნქციით. ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა.

მარტივი ინტერფეისი
მიუხედავად სისტემის სირთულისა, პროგრამის ინტერფეისი უმარტივესია. მასთან მუშაობას გამოუცდელი მომხმარებებლიც კი სულ რამოდენიმე დღეში ადვილად ითვისებს.

ანალიზის შესაძლებლობები
30-ზე მეტი მზა ანგარიშგება, პორტფელის ანალიზი 100-მდე კოეფიციენტით, საკუთარი ბეჭდვითი ფორმების აწყობა, საკუთარი ანგარიშგებების აწყობა.

უსაფრთხოება
მომხმარებელთა ჯგუფები და მათი უფლებები, მრავალდონიანი ავტორიზაციები, უსაფრთხოება ჩანაწერების დონეზე, პაროლების და მონაცემთა შიფრაცია

ვერსია - 5.0.2032
გამოშვების თარიღი - 02.11.2015

1. ვალუტის კურსების არქივი;

2. შესაძლებელი გახდა ვალუტის კურსების დამატება ფილიალის ჯგუფების მიხედვით;

3. ფილიალების სტრუქტურის დონეების გაზრდა;

4. “თანხა სიტყვიერად” ფუნქციას დაემატა თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი;

5. გაუმჯობესდა ვალუტის ტაბლოების განახლების პროცესი;...

ვერსია - 5.0.8.2020
გამოშვების თარიღი - 09.09.2015

1. კლიენტისა და განაცხადისათვის დამატებითი ველების საკუთარი კონსტრუქტორი

2. კლიენტების რისკის აღრიცხვისა და მართვის სისტემა (საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად)

3. თიბისი ბანკის ინტერნეტ-ბანკთან ინტეგრაცია

4. სესხების ბლოკირების სისტემა

5. გაუმჯობესებული გზავნილების მოდული...

ახალი მომხმარებელი - შპს მისო "ლიბერთი სექიურითიზ"
ივნისი 2015
LoanKeeper გაეშვა კიდევ ერთ ახალ ორგანიზაციაში

ახალი მომხმარებელი - სს მისო "იზიმანი"
დეკემბერი 2014
LoanKeeper გაეშვა კიდევ ერთ ახალ ორგანიზაციაში

ახალი მომხმარებელი - შპს მისო "ბერმელი"
აგვისტო 2014
LoanKeeper გაეშვა კიდევ ერთ ახალ ორგანიზაციაში

ახალი მომხმარებელი - შპს მისო "კაპიტალ ექსპრესი"
მარტი 2014
LoanKeeper გაეშვა კიდევ ერთ ახალ ორგანიზაციაში